
ე.წ. ყალბი ოქროს მონეტების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქურდული გარჩევაში" მონაწილე ცხრავე ბრალდებულს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მიუსაჯა.
ადვოკატი, თამარ აბესაძე ამბობს, რომ 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლო გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"მუხრან მაჭავარიანის საბასი არ იყოს, შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდიაო, ზუსტად ასე გამოვიდა მოსამართლის პოზიცია. დიდი ალბათობით, არიან ის ხალხი საქმეში გარეული, ვისაც, ჩემი აზრით, სამართალდამცავები კრიშავენ. დღეს 50-ლარიანი ქურდები არიან, რომლებიც არიან პოლიციელებთან შეკრულები და ერთად აწარმოებენ რაღაც ბინძურ ბიზნესებს", - თქვა ადვოკატმა ,ლალი ბუნტურმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარაში, თბილისსა და რუსთავში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა - გ.ნ.-მ და ვ.ა.-მ, ა.ჯ.-ის და რ. გ.-ს მეშვეობით, თურქეთში მოიძიეს კლიენტი - მ. ქ., რომელმაც ლ.ა.-ს დავალებით მათგან შეიძინა დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები. შსს ამბობს, რომ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მონეტები ყალბი იყო.
ლ.ა.-მ, ყალბ ოქროში გადახდილი ფულის უკან ამოღების მიზნით, დასახმარებლად მიმართა "კანონიერ ქურდ" მინდია ლავას ოღლის. უწყების ცნობით, ფინანსური დავის "ქურდული სამყაროს" წესების მიხედვით გადაწყვეტის მიზნით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევები. იხილეთ ჩანაწერი: