ვინიცაში სარაკეტო თავდასხმისას 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია

გამოქვეყნდა:

ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო იუწყება.

მისივე თქმით სამედიცინო დაწესებულებაში  90-მა ადამიანი გადაიყვანეს. 

ქვეყნის გენერალური პროკურატურა კი ჯერ 17 დაღუპულის შესახებ იუწყება. მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული და საოფისე ფართები.

გამოძიება ომის დანაშაულების მუხლებით დაიწყო. სამძებრო სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. 

შეგახსენებთ, ვინიცაზე სარაკეტო იერიში რუსეთმა დღეს დილით მიიტანა. ქვეყნის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ქალაქი საკრუიზო რაკეტებით, შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან დაბომბეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი