ვინიცას ცენტრში, სარაკეტო იერიშის შედეგად, 15 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სამართალდამცველებს დაკარგულების ახლობლებმა მიმართეს. ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინებები მოქალაქეებისგან, რომ მათი ახლობლები დაბომბვის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მას შემდეგ მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
400-ზე მეტი პოლიციელი შემთხვევის ადგილზე აგრძელებს მუშაობას. ეროვნული პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის 12 საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსული არმიის კიდევ ერთ დანაშაულს ადასტურებს.
ვინიცაში რუსეთმა დღეს რაკეტები ჩამოყარა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. არიან დაჭრილებიც.