ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულებს მოსამართლემ 20 და 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული სამივე პირი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო.

ბრალდებული ბექა ლატარია დამნაშავედ ცნო 109-ე, ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ასევე იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებაში, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვაში უდანაშაულოდ. სასჯელის ზომად მას 20 წლიანი პატიმრობა შეეფარდა;

განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზი ხმაური მოჰყვა. ბრალდებული ლატარია ბადრაგებმა დარბაზიდან გაიყვანეს. 

ბრალდებული ბიძინა ხასია მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო 109-ე განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში და 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მესამე ბრალდებული ლევან რაჯავი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო სსკ-ის 353-ე  [პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით] და 265-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებში და 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა;

შეგახსენებთ, 2021 წლის 18 ოქტომბერს, თბილისში ახალგაზრდა ქალი, სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. ​შატალოვას, რომელიც გაზაფხულის ქუჩაზე, 3 წლის შვილთან ერთად, ცხოვრობდა, ჯერ ჩაუსაფრდნენ და თავს მაშინ დაესხნენ, როცა გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდა. დაკავებული იყო სამი პირი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი