
შრი-ლანკის პრეზიდენტი, გოტაბაია რაჯაპაკსა მალდივებიდან სინგაპურიში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რაჯაპაქსას ქვეყანაში შესვლის უფლება კერძო ვიზიტით მისცეს, თუმცა უცნობია დარჩება სინგაპურში, თუ სხვა ქვეყანაში გაემგზავრება.
"მან არ მოითხოვა თავშესაფარი და არ მიიღო რაიმე სახის თავშესაფარი. სინგაპური, როგორც წესი, არ აკმაყოფილებს თავშესაფრის მოთხოვნებს" - განაცხადეს სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
BBC-ის ცნობით, რაჯაპაქსამ პირობა დადო, რომ 13 ივლისს გადადგებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან პარლამენტის სპიკერს ამის შესახებ ელექტრონული ფოსტით შეატყობინა.
იხილეთ ასევე: