შრი-ლანკის პრეზიდენტი მალდივებიდანაც გაიქცა და სინგაპურში ჩადის - CNN

გამოქვეყნდა:

შრი-ლანკის პრეზიდენტი, გოტაბაია რაჯაპაკსა მალდივებიდან სინგაპურიში გაიქცა. ამის შესახებ CNN-ს  კოლომბოში უსაფრთხოების მაღალი რანგის წყარომ განუცხადა. 

წყაროს თქმით, სავარაუდოდ, ის დღეს საღამოს ჩამოვა სინგაპურის ჩანგის აეროპორტში. მისივე ინფორმაციით, რაჯაპაქსა ელოდა პირადი თვითმფრინავის უზრუნველყოფას კოლომბოში ახლო ოჯახის წევრისგან, მაგრამ ეს არ განხორციელდა.

რაჯაპაქსამ დატოვა მალდივის დედაქალაქი მალე "საუდის ბორტით" ამბობს წყარო, CNN მიიჩნევს, რომ ის გულისხმობს Saudia-ს რეისს 788-ს, რომელმა ხუთშაბათს ადგილობრივი დროით 11:30 საათზე დატოვა ქალაქი.

CNN დაუკავშირდა სინგაპურისა და საუდის საგარეო საქმეთა სამინისტროებს, მაგრამ პასუხი არ მიუღია. 

პრეზიდენტი ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა მალდივებზე, ოთხშაბათს, დილით ადრე, შრი-ლანკიდან გაქცევის შემდეგ - იმავე დღეს მან განაცხადა, რომ გადადგებოდა. მაგრამ ხუთშაბათს შრი-ლანკის პარლამენტის სპიკერს გადადგომის შესახებ ოფიციალური წერილი არ მიუღია.

ქვეყანაში პრემიერმინისტრი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებად დაინიშნა მისი არყოფნის გამო, მაგრამ მომიტინგეების მის ოფისშიც შეიჭრნენ გადაყენების მოთხოვნით. პრემიერმა მთელი ღამის განმავლობაში ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა. ბევრმა მომიტინგემ პირობა დადო, რომ გააგრძელებს დემონსტრაციას მანამ, სანამ პრეზიდენტიცა და პრემიერიც არ გადადგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი