„ქართული ოცნების“ გუნდი ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს - ოხანაშვილი რიგგარეშე სესიაზე

გამოქვეყნდა:

„ქართული ოცნების“ გუნდი ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს - აცხადებს დეპუტატი ოხანაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სესიის მოწვევასთან დაკავშირებით:

"პოლიტიკური შეფასება ყველას მხრიდან გაკეთებულია იმის შესახებ, რომ გვაქვს 12 პუნქტი და ის არის შესასრულებელი, ამას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა. როგორც კი დაგვჭირდება ამ 12 პუნქტიდან გამომდინარე საკითხებზე სესია, ამას ვერავინ დაგვასწრებს, რადგან ეს საქმეზეა დამოკიდებული, ეს მოცემულობა გვაქვს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გუნდი ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს. ვაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის თითოეულ პუნქტზე და ველოდებით ოპოზიციას მომდევნო კვირას, ანტიოლიგარქიული საკითხების განხილვისთვის შესაბამის ფორმატში“,- თქვა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რიგგარეშე სესია პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს, საპარლამენტო ოპოზიციის მიმართვის საფუძველზე მოიწვია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი