ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ცვლილებები ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის და ხშირ შემთხვევაში გაუმჯობესების ნაცვლად, ვითარება გაუარესებულია. ოპოზიცია გაყალბებისა და დაშინება-მოსყიდვის შესაძლებლობებზე საუბრობს:
კვლავ შენარჩუნებულია მოტყუების, დაშინების, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მექანიზმები და სწორედ ამ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ- ის ელჩებმა. არც ერთი ეს საკითხი არ არის მოგვარებული. პირიქით, ზოგიერთი მიმართულებით გვაქვს გაუარესება - ამბობს რომან გოცირიძე
მთავარი გამოწვევა ამ არჩევნების და ამ საარჩევნო კოდექსის უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად გამორიცხვა ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის, დაშინების და მასზე ძალადობის და ორივე საელჩოს განცხადება ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით არასაკმარისად იქნა შენიშვნები გათვალისწინებული - ამბობს ირაკლი აბესაძე.
მმართვე გუნდში კი ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებენ და ცვლილებებს პოზიტიურად აფასებენ. უმრავლესობის წევრების თქმით, დოკუმენტში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ეუთო/ოდირის რეკომენდაციები:
ყველა ძირითადი რეკომენდაცია ასახულია საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ 2020 წლის არჩევნები და ყოველი მომდევნო არჩევნები იყოს კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე აქამდე - ამბობს ანრი ოხანაშვილი
საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების ხარვეზებზე მესამე სექტორის წარმომადგენლებიც საუბრობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. რაც შეეხება ცესკო-ს როგორც თამარ ჟვანია ამბობს, არის საკითხები, რომლებიც ცვილებებეში ვერ მოხვდა
არის საკითხები, რომლებიც ამ ცვლილებებში ვერ მოხვდა. ამაზე ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც გააკეთეს განცხადებები. მათ შორის, შეიძლება იყოს საკითხი, რომ მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის დამკვირვებლების პროცესში მეტი გამჭვირვალობის ელემენტების შემოტანა, ეს იყო ელჩის განცხადებაში - განაცხადა ჟვანიამ
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა.