სოსო გოგაშვილს ბრალდებას სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება.

უწყებას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა ოჯახის ინფორმაციით, გამოძიება სამი მუხლით - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლით დაიწყო.

დაკავებული სოსო გოგაშვილი ე.წ. მოდულის შენობაში მისმა უფლებადამცველებმა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მოინახულეს. ადვოკატების თქმით, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანზე სამართალდამცველებმა ფიზიკურად იძალადეს და მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. იგივეს ადასტურებენ ნინო ლომჯარიას უწყების წარმომადგენლებიც.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ დოკუმენტები არჩევნების გაყალბების თაობაზე, რომლის შესახებაც გოგაშვილი დაკავებამდე საუბრობდა, 10 დღის განმავლობაში გასაჯაროვდება.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი გუშინ საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სუს-ში განაცხადეს, რომ გოგაშვილის დაკავება "მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება და არა ახალს". 

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი