"უნდა გამზადდეს "ემპათიის" დოკუმენტაცია და გადაიგზავნოს ამერიკელებთან" | შალვა ხაჭაპურიძე ალტერნატიულ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატსა და ცენტრ ემპათიის ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. განხილვის მთავარი თემა იყო ის დასკვნა, რომელზეც ერთი თვეა ცენტრი ემპათია მუშაობს.

გარდა ამისა, მათ ისაუბრეს მიხეილ სააკაშვილის საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვაზეც, სავარაუდოა, რომ ერთიან დასკვნაზე ემპათიისა და უცხოელი ექსპერტები ერთად იმუშავებენ.

"ემპათიას საექსპერტო ჯგუფის მუშაობა დასასრულს უახლობვდება, დარჩენილია რამდენიმე დახურული საკითხი. მე გავაცანი ამერიკელი ექსპერტების პოზიცია, მათ აინტერესებთ, რა კვლევები იყო ცალკე ემპათიის მიერ ჩატარებული. უნდა გამზადდეს ემპათიის მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია და გადაიგზავნოს ამერიკელებთან, იმისთვს, რომ მათ წინ წაიგდონ სამუშაო და დიდი დრო არ დაიკარგოს ექსპერტიზის ჩატარებაში. აქ უმთავრესია დრო, პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია და დროულად უნდა იქნას დასკვნა გაცემული. აქ მთავარი აქცენტი არის შემდეგზე, შედეგი უნდა დაიდოს სასურველი და იმისთვის, რომ შედეგი დაიდოს კოორდინირებულად მოუწევს ბევრ ჯგუფს მუშაობა", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. 

დღეს, 17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მესამე პრეზიდენტის საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩაერთვებიან
ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და გავლენიანი საექსპერტო ჯგუფი რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოვა და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას პირადად გაეცნობიან. მანამდე კი შეერთებულ შტატებში უკვე გადაგზავნილია მიხეილ სააკაშვილის 2 000-გვერდიანი სამედიცინო ისტორია.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი