70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში ზუგდიდის მერიამ ერთ ჩასხმაზე 160 ლიტრი ჩაატია - აუდიტის ანგარიში

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის მერიაში კორუფციისა და ბიუჯეტის ფლანგვის არითმეტიკა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაანალიზა. აუდიტის დასკვნაში პირდაპირაა ნაგულისხმევი, რომ ზუგდიდის მერიის მაღალ ჩინოსნები მაღალი ალბათობით იპარავდნენ უწყებისთვის განკუთვნილ საწვავს. აუდიტის სამსახურმა 2017 და 2018 წლის მონაცემების შესწავლისას აღმოაჩინა, რომ 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში ზუგდიდის მერიამ ერთ ჩასხმაზე 160 ლიტრის ჩაატია.

გარდა ამისა, ანგარიშში წერია, რომ ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა საწვავის ავზის მოცულობას აღემატება.

ასევე ირკვევა, რომ ზუგდიდის მერიამ მილიონები დახარჯა სოციალურად დაუცველთა სახლებისთვის, თუმცა, ეს სახლები უკვე მეორე წელია, ცარიელია.

აუდიტის დასკვნის საფუძველზე, ოპოზიცია კორუფციასა და ფულის ფლანგვაზე საუბრობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თემურ ბასილაიას კორუფციულ ნიშნებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ კონტრაქტები მხოლოდ ერთ პირთან არის გაფორმებული.

„ლელოს“ წევრი, ალიკა ახვლედიანი ამბობს, რომ რამდენიმე სახლი საერთოდ გამოკეტილია და თანხები არამიზნობრივად არის გაფლანგული.

„მერიამ ყველაფრის მიუხედავად, გასცა თანხები და ჩაიბარა ეს სამუშაოები“ - განაცხადა ახვლედიანმა.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი