მამაჩემი დიდი ხანია ებრძვის რუსული მმართველობის სქემას, რომელიც ქვეყანაშია - სოსო გოგაშვილის შვილი

გამოქვეყნდა:

აუცილებლებად ვამხელთ რეჟიმს, რომ საზოგადოებამ მალე გაგოს ყველაფერი, რაც მათთვის არ არის ცნობილი - ამბობს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი. 

მისი თქმით, გოგაშვილი დიდი ხანია ებრძვის რუსული მმართველობის სქემას საქართველოში და სწორედ ესაა, ოცნების ხელისუფლების შურისძიების მიზეზი. 

ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად იმისთვის, რომ მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს კარგი ამას ვაკონტროლებთ მუდმივად და აუცილებლებად ვამხელთ რეჟიმს, რომ საზოგადოებამ მალე გაგოს ყველაფერი, რაც მათთვის არ არის ცნობილი, რადგან მამაჩემი დიდი ხანია ებრძვის რუსული მმართველობის სქემას, რომელიც ქვეყანაშია ამ ეტაპზე და სწორედ ეს არის ქართული ოცნების შურისძიება მამაჩემის წინააღმდეგ, რომ ისინი ცდილობენ გააჩუმონ მამაჩემი. მამაჩემის ლიკვიდირებაც სურდათ, უბრალოდ ვერ წარმოიდგინა, რომ დედაჩემი ლაივ ჩართვაში იქნებოდა და ეს ვიდეო გავრცელდებოდა და ამას ხალხი ნახავდა, რადგან ყველა შოკირებულია ამ კადრების ნახვის შემდეგ", - ამბობს ნინი გოგაშვილი

შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილის 16 ივლისს სპეცოპერაციის შემდეგ საკუთარ სახლში დააკავეს. მის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ცოტა ხანში იმსჯელებს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი