უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან კიდევ 28 თანამდებობის პირის გათავისუფლებაზე ვმსჯელობთ - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო მონიტორინგი ტარდება...მათი გათავისუფლების მიზეზი, შესრულებული სამუშაოს არაეფექტურობაა" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეო მიმართვაში.

მანვე აღნიშნა, რომ  უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ივან ბაკანოვის შემდეგ კიდევ 28 თანამდებობის პირის გადაყენება იგეგმება.

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო მონიტორინგი ტარდება. ამ ეტაპზე კიდევ 28 თანამდებობის პირის გათავისუფლებაზე ვმსჯელობთ. ეს ეხება სხვადასხვა თანამდებობაზე და სხვადასხვა მიმართულების დეპარტამენტებში დასაქმებულ ადამიანებს. მათი გათავისუფლების მიზეზი იდენტურია, შესრულებული სამუშაოს არაეფექტურობა. დიდი მადლობა ყველას ვინც სახელმწიფო ეფექტურად და ერთგულად ემსახურება. დიდი მადლობა ყველას ვინც თავის სამსახურში უკრაინის ინტერესებს იცავს" - ამბობს ვლადიმერ ზელენსკი  

შეგახსენებთ, რომ ვოლოდმერ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი