"ვერ დავადასტურებ ვიღაცის ჭორებს, არ ვიცი, რაზეა საუბარი" | დეგნანი ყაველაშვილზე

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ არ იცის რაზე საუბრობს მიხეილ ყაველაშვილი, როცა მისი და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე საუბრობს.

"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წამოსულმა დეპუტატმა დღეს თქვა, რომ მას აქვს კითხვები "ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ?".

"მე ვიყავი მესტიაში, ზუგდიდში, უამრავი პოზიტიური შეხვედრა მქონდე ქართველებთან და არ მქონია შესაძლებლობა, რომ თბილისში მიმდინარე მოვლენებისთვის თვალი მედევნებინა. ეს საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის ერთ-ერთი დიდი პლიუსია. ასე რომ, მე არ ვიცი, რაზეა საუბარი. მე ვერ დავადასტურებ ვიღაცის ჭორებს, იმიტომ რომ არ ვიცი, რაზეა საუბარი", - თქვა კელი დეგნანმა.

ყაველაშვილის შემდეგ მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა დიმიტრი ხუნდაძემაც: "მაქვს კითხვა დეგნანთან და ივანიშვილთან, ხომ არ იყო შეხვედრა 24 თებერვლის შემდეგ?"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი