TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი დღეს პირველად ამბობს, თუ რა უთხრა აშშ-ის საელჩოში "ქართული ოცნების" დეპუტატს, ანრი ოხანაშვილს ყურში, რის შემდეგაც მას ოცნების წევრები თავს დაესხნენ და საელჩოს ტერიტორიაზევე სცემეს.
ვატო წერეთელი ამბობს, რომ მან მმართველი პარტიის ლიდერს უთხრა, რომ "ლექსო ლაშქარავას სიკვდილი მათ კისერზე იყო". ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
"მოდიოდა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების წლისთავი. ანრი ოხანაშვილს ვუთხარი, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე კიდიათქო. მართლაც ამ ძალიან მაგარი ბიჭის სიკვდილი, რომელიც თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, ირაკლი ღარიბაშვილის და პარლამენტის კისეზეა" - აღნიშნა მან.