როგორც არ უნდა „დაალაგო“ “ფეიკი”, საბოლოოდ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს - მდინარაძე აშშ-ს საელჩოში მომხდარზე

გამოქვეყნდა:

"ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის აზრით, ტვ პირველის დამფუძნებელმა აშშ-ს საელჩოს ინციდენტზე, პირველ ვერსიაზე უარი თქვა და შინაარსი შეცვალა. მდინარაძე ამ ყველაფერს კამერების ჩანაწრების "გასაჯაროების შიშით" ხსნის და წერს:

"როგორც არ უნდა „დაალაგო“ “ფეიკი”, საბოლოოდ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს!
ალბათ გახსოვთ ორი ვერსია ამერიკის საელჩოში მომხდართან დაკავშირებით:
პირველის მიხედვით, წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო ანრი ოხანაშვილს, ყურში ჩაჩურჩულებით (რაც მაშინ ზოგიერთისთვის სასაცილოდაც „ჩანდა“), მუქარითა და უბინძურესი ბილწსიტყვაობით, უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც შემდეგ ინციდენტი მოყვა.
მეორე ვერსიით, დეპუტატები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, უმიზეზოდ, თავს დაესხნენ წერეთელს.
გუშინ წერეთელმა მის მიერ გახმოვანებულ ვერსიაზე უარი თქვა და პირველი ვერსია დაადასტურა. კამერების გასაჯაროების შიშით აღარ დამალა და თქვა, რომ მართლაც ჰქონდა კომუნიკაცია ინციდენტამდე (ყურში ნამდვილად ჩავჩურჩულეო) ანრისთან და 
მხოლოდ ნათქვამის შინაარსი შეცვალა...
გახშირებული მუქარები, მათ შორის პერსონალური შემოთვლები იმიჯური განადგურების მუქარით, პროვოკაციები, უხამსობა და სხვა სახის მდაბიო ბულინგის მცდელობები უდავოდ შეიცავს პანიკის ნიშნებს ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ბანაკში. სიმართლე კი ყოველთვის გაიმარჯვებს, ისევე როგორც ეს ქვეყანა და მისი ეროვნული ინტერესი!" წერს მდინარაძე.

ვატო წერეთელმა გუშინ დაასახელა ფრაზა, რომელიც აშშ-ის საელჩოში ანრი ოხანაშვილს ჩასჩურჩულა და რამაც დეპუტატი წყობიდან გამოიყვანა. წერეთლის თქმით, მან "ოცნების" დეპუტატს უთხრა, რომ "ლექსო ლაშქარავას სიკვდილი მათ კისერზე იყო". ამ ფაქტს "ოცნებაში" "უბინძურეს პროვოკაციას" უწოდებენ. 

30 ივნისს, აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გუშინ, 19 ივლისს საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი