
ხარკოვზე, რუსი ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმის დროს დაღუპული მოზარდის მამა შვილის ცხედართან ორი საათის განმავლობაში ლოცულობდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მოკლული შვილის ხელი ხელში ეჭირა.
"ხარკოვში დაღუპული მოზარდის მამა ორ საათზე მეტ ხანს კითხულობდა ლოცვებს შვილის ცხედართან და მისი ხელი ეჭირა. ბოროტება უნდა დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ორჯერ ძლიერი დაბრუნდება", - წერს უკრაინელი ჟურნალისტი.
ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის დროს, 13 წლის ბიჭი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე იმყოფებოდა და ის ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი 15 წლის და დაიჭრა. დაღუპულთა შორისაა ხანდაზმული წყვილიც.
ხარკოვი ოკუპანტებმა დღეს, 20 ივლისს, დილის საათებში დაბომბეს, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.