საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, "ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება კარლ ჰარცელის მიმართ, არასამართლიანია, რადგან საქართველოს მისი ელჩობის პერიოდში ჰქონდა ევროინტეგრაციის კარგი შანსი, რომელიც ქვეყანამ ვერ გამოიყენა.
"ასეთ ადამიანზე მსგავსი განცხადებები, არ ვიცი პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც არის აბსოლუტურად ჩემთვის მიუღებელი და ძალიან დიდი უსამართლობა იმიტომ, რომ ჩვენ კარლ ჰარცელის ელჩობის დროს გვქონდა ძალიან კარგი შანსი, მათ შორის მისი პერსონიდან გამომდინარე, რომ ძალიან წინ ვყოფილიყავით ევროინტეგრაციის გზაზე. სამწუხაროდ ჩვენ ეს არ გამოვიყენეთ და უბრალოდ რა გითხრათ, ძალიან უსამართლოა ის თავდასხმები, რასაც ცუდი არასწორი ფორმით ვხედავთ და ვემიჯნები რა თქმა უნდა ამას", - ამბობს ნინო ლომჯარია
ქართულ ოცნებას ახალი სამიზნე ჰყავს - ევროკავშირის უკვე ყოფილი ელჩი, კარლ ჰარცელი. მმართველი პარტია სწორედ მას აბრალებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. პირველი განცხადება ამის შესახებ თავმჯდომარე კობახიძემ გააკეთა, რასაც უკვე საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე სამხარაძის განცხადება მოჰყვა.
კარლ ჰარცელს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა.