ვგმობთ კარლ ჰარცელის მისამართით, ირაკლი კობახიძის დაუმსახურებელ თავდასხმას - "სტრატეგია აღმაშენებელი"

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებელი" გმობს კარლ ჰარცელის მიმართ, ქართული ოცნების თავდასხმებს და აცხადებს, რომ ჰარცელი საქართველოს მეგობარია: 

"ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელი", ვგმობთ ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მისამართით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაუმსახურებელ თავდასხმას.
მადლობას ვუხდით ბატონ ჰარცელს 4 წლიანი გაწეული სამსახურისთვის  და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას. 
ის არის საქართველოსა და ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი და გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გაწეული სამსახურისთვის და 
ვუსურვოთ წარმატებები. 
საქართველო არასდროს ივიწყებს ნამდვილ მეგობრებს!" წერს სტრატეგია აღმაშენებელი.

ქართულ ოცნებას ახალი სამიზნე ჰყავს - ევროკავშირის უკვე ყოფილი ელჩი, კარლ ჰარცელი. მმართველი პარტია სწორედ მას აბრალებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. პირველი განცხადება ამის შესახებ თავმჯდომარე კობახიძემ გააკეთა, რასაც უკვე საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე სამხარაძის განცხადება მოჰყვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი