ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული - სარჯველაძე ნედ პრაისზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ შესაძლოა, ის ელჩის მიმართ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით "კარგად ინფორმირებული არ არის".

"ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული [ნედ პრაისი] ან რაღაც მისკომუნიკაციას აქვს ადგილი. მე არ მგონია, რომ ხელისუფლების მხრიდან ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ელჩზე თავდასხმას, ამას მე ვერ დავეთანხმები და არ მგონია სწორი შეფასება", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, ნედ პრაისი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ რიტორიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ "დეზინფორმაცია და ელჩ დეგნანზე პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება პარტნიორების მუშაობას".

სახ. დეპის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ "საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს, ხელი შეუშალოს მოსახლეობას ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი