სხვების დადანაშაულება საკუთარი განუხორციელებელი ამბიციების გამო -ჰარცელზე "ოცნების" თავდასხმებს EU-ში ეხმაურებიან

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის თანაშემწე პიტერ სტანო საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიმართ "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან თავდასხმებს ეხმაურება და კარლ ჰარცელს მხარდაჭერას უცხადებს.

სტანოს თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება ქართველი პოლიტიკოსების ამოცანაა და ამის სხვაზე გადაბრალება მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ საქართველოს მეტი დრო სჭირდება გაიგოს, როგორ მუშაობს ევროკავშირი.

"საქართველო: ევროკავშირის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების შესრულება ადგილობრივი პოლიტიკოსების ამოცანაა. საკუთარი განუხორციელებელი ამბიციების გამო სხვების დადანაშაულება მხოლოდ დასტურია, რომ საჭიროა მეტი დრო, იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი და რომ ეს რეფორმები საშინაო დავალებაა. ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ევროკავშირი-საქართველოს დაახლოებისთვის",- წერს პიტერ სტანო.

აშშ-ის ელჩის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის ელჩის კრიტიკა დაიწყო. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, სწორედ კარლ ჰარცელს დააბრალეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა. მის განცხადებას მალევე მოჰყვა საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის კომენტარი: "შეეძლო უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო". რიტორიკას არც სხვები ჩამორჩნენ - "არც მე ვარ მაინცდამაინც კმაყოფილი ბატონი ჰარცელის მოღვაწეობით" - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი