ევროპარლამენტარები მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილს ხვდებიან

გამოქვეყნდა:

საარჩევნო რეფორმა და გამჭვირვალე არჩევნები ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ევროკომისიის 12 დავალებაზე და მათი შესრულების აუცილებლობაზე ევროპელი დიპლომატები დღეს ქართული ოცნების ლიდერებთან იმსჯელებენ. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან და ირაკლი ღარიბაშვილს ხვდებიან.

ღარიბაშვილის შემდეგ, დაგეგმილია შეხვედრა "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

ევროდეპუტატები მეორე დღეა საქართველოში იმყოფებიან. დღეს ისინი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ, იმყოფებოდნენ ასევე მცხეთაში და მოინახულეს სვეტიცხოველი. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი