ევროპარლამენტარების დელეგაციას ირაკლი კობახიძე "ოცნების" ოფისში დღეს საღამოს შეხვდება

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის დელეგაციას დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში შეხვდება. აუდიენცია საღამოს 18.15 საათზე ჩაინიშნა. ჯერჯერობით უცნობია პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის დრო.

უკვე მეორე დღეა საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია იმყოფება დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში არიან ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ტერი მარიანი და ასიტა კანკო. 

ვიზიტი მათ პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყეს, შეხვდნენ ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, ასევე ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის სახალხო დამცველს.

დევიდ მაკალისტერი და ვიოლა ფონ კრამონი გუშინვე შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახს, ადვოკატსა და ექიმს. 

დღეს კი ევროდეპუტატები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ, სადაც მათ ხელისუფლებიდან არავინ გაყვათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი