როდესაც ელჩი არ სცემს პასუხს, საზოგადოებას უღრმავდება კითხვები - კობახიძე დეგნანისგან ისევ პასუხს ითხოვს

გამოქვეყნდა:

არ შეიძლება უსამართლო კრიტიკას ვუწოდოთ კრიტიკა და არგუმენტირებულ შეკითხვებს დავარქვათ თავდასხმა - ასე პასუხობს "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე ნედ პრაისის გუშინდელ განცხადებას, სადაც აშშ-ს სახდეპის პრესსპიკერი კელი დეგნანის მიმართ, "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ მწვავე განცხადებებსა და თავდასხმებს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძე ამბობს,რომ "ოცნება" დეგნანს თავს არ ესხმის და შეკითხვები მასთან საზოგადოებას აქვს. კობახიძე ისევ იმეორებს, რომ დეგნანმა უნდა უპასუხოს მოსამართლე ჩხიკვაძის ბრალდებებს და დეპუტატ ყაველაშვილის შეკითხვებს.

თქვენ ვერ გამახსენებთ ვერც ერთ თავდასხმას რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ. არც ერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა. ერთადერთი რაც იყო, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან, საუბარი არა მაქვს სხვების მხრიდან დასმულ შეკითხვებზე, ჩვენ  დავსვით გარკვეული კითხვები ორ თემაზე. პირველი უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან. როდესაც ერთ ერთი მოსამართლე ბრალს სდებს აშშ- საელჩოს თანამშრომელს ზეწოლაში ელჩის სახელით, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ დაისვას კითხვები და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა" ამბობს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე პასუხს ითხოვს მიხეილ ყაველაშვილის დასმულ შეკითხვებზეც - ემიჯნება თუ არა ელჩი დეგნანი "ომის რიტორიკას" და ჰქონდა თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან უკრაინაში ომის დაწყებამდე.

კობახიძე ამბობს, რომ ამ შეკითხვებზე კელი დეგნანს პასუხი დღემდე არ გაუცია: 

"როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია მარტივად პასუხის გაცემა და წერტილის დასმა და ეს არ კეთდება, ეს რა თქმა უნდა, ეჭვებს აღრმავებს, ეს არ არის არავითარ შემთხვევაში თავდასხმა...

ჩვენ ხშირად გვაქვს  შემთხვევები, როდესაც მაგალითად უცხოელი პოლიტიკოსების კრიტიკა უსამართლოც, უნდა შეფასდეს როგორც კრიტიკა და ჩვენი არგუმენტირებული შეკითხვებიც კი ფასდება, როგორც თავდასხმა. არ შეიძლებაება უსამართლო კრიტიკას ვუწოდოთ კრიტიკა და არ შეიძლებაება ამავდროულად არგუმენტირებულ შეკითხვებს დავარქვათ თავდასხმა. აქ უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი." ამბობს კობახიძე

ცნობისთვის, აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მის მიმართ ბრალდებებს უკვე ორჯერ უპასუხა, მათ შორის დღესაც - აშშ-ის საელჩოდან არავინ ცდილობს მოსამართლეებზე ზეწოლას, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ - თქვა დეგნანმა.

ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი - თქვა კელი დეგნანმა 15 ივლისს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი