კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა და შეგვიძლია ევროპარლამენტარებს ინფორმაცია მივაწოდოთ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ კარლ ჰარცელმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უარყოფით როლი შეასრულა და ამბობს, რომ ამაზე დღეს ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზეც ისაუბრეს. კობახიძის თქმით, შეუძლიათ ევროპარლამენტარებს დეტალური ინფორმაციაც მიაწოდონ, რაში გამოიხატა ჰარცელის უარყოფითი როლი:

"რა თქმა უნდა ელჩის საკითხსაც შევეხეთ და ჩვენ განვმარტეთ რას ვგულისხმობთ იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებში. ეს არის ფაქტი და ამაზე შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ. საჯაროდ რაღაცეების საუბრისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ მეგობრებს, ევროპარლამენტარებს შეგვიძლია გავუზიაროთ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რაში გამოიხატებოდა ის უარყოფითი როლი, რომელიც ყოფილმა ელჩმა შეასრულა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მომავალი ელჩი იმოქმედებს სხვაგვარად" თქვა კობახიძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.  

აშშ-ის ელჩის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის ელჩის კრიტიკა დაიწყო. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, სწორედ კარლ ჰარცელს დააბრალეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა. მის განცხადებას მალევე მოჰყვა საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის კომენტარი: "შეეძლო უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო". რიტორიკას არც სხვები ჩამორჩნენ - "არც მე ვარ მაინცდამაინც კმაყოფილი ბატონი ჰარცელის მოღვაწეობით" - თქვა მიხეილ სარჯველაძემ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი