"სუს-იდან მოდიოდნენ, მემუქრებოდნენ" - ყოფილი დირექტორები ადასტურებენ, რომ სკოლიდან პოლიტიკური ნიშით გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ყოფილი დირექტორები პოლიტიკური ნიშნით სკოლებიდან გათავისუფლებას ადასტურებენ.

როგორც ისინი "მთავარ არხთან'' ყვებიან, რესურსცენტრის წარმომადგენლები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ "სიებში" ვერ მოხვდნენ და საქმიანობას ვეღარ გააგრძელებდნენ. 

"რეკავდა რესურს ცენტრი სასურველ დირექტორებთან, ეს მე გავიგე და შევეკითხე რატომ მე არ დამირეკეთ-მეთქი, რომ განცხადება დავწერო გაგრძელებაზე. სულ მაინტერესებდა, რა იყო, ეს სია. სუს-იდან მოდიოდნენ ჩემთან, მემუქრებოდნენ. თუ თქვენ შვილს არ გააჩერებთ, თქვენ აუცილებლად შეგექმნებათ პრობლემაო. ეს ყველაფერი არის ზუსტად ხელისუფლების შენარჩუნებისთვის გაკეთებული, ეს არჩევნები მიტაცებულია და საერთოდ ქვეყანა მიტაცებულია", - თქვა სოფელი ქსნის საჯარო სკოლის დირექტორმა, დოდო ჭოტორლიშვილმა

ორი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ "ქართული ოცნება'' და სუს-ი ერთად ქმნიდნენ საჯარო სკოლის დირექტორების პოლიტიკურ დოსიეებს. სუს-ი დირექტორებს პოლიტიკური შეხედულებების და მმართველი პარტიის სასარგებლო საქმიანობაში მათი ჩართულობის ხარისხის მიხედვით აფასებდა. გათავისუფლების მიზეზი კი შესაძლოა გამხდარიყო დირექტორის პოლიტიკურად ნეიტრალობა, ან თუ არ ასრულებდა მმართველი პარტიის მიერ მიცემულ დირექტივებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი