დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა მოგონილი თემაა - ვოლსკი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა "მოგონილი თემაა".

მისი თქმით, დასავლურ სამყაროში კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით პოლემიკა, "თუნდაც მწვავე ფორმატში, უცხო არ არის".

"დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა მოგონილი თემაა და სამწუხაროა, რომ აი ამ განცხადებების ექსპლუატაცია ხდება ამრიგად. სპეკულაციას დავარქმევდი ამას, იმიტომ რომ საერთოდ დასავლურ სამყაროში, დემოკრატიულ სამყაროში არ არის უცხო, კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით ასეთი პოლემიკა, თუნდაც მწვავე ფორმატში. როგორც ვხედავ, ევროკავშირში ინფორმაცია, რომელიც ევროსტრუქტურიდან მიდიოდა არ წარმოადგენს იმ რეალობის აღწერას, რომელიც საქართველოში მე და თქვენ თვალწინ ვითარდება", - ამბობს გია ვოლსკი.

ბოლო პერიოდში მმართველი პარტია დასავლელ პარტნიორებს თავს ესხმის. მათ შორის, "ოცნების" ლიდერებმა საქართველოში ევროკავშირის უკვე ყოფილი ელჩი, კარლ ჰარცელი EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერმიღებაში დაადანაშაულეს, თქვეს, რომ ის "საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა"

თავდასხმის ობიექტი გახდა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანიც, რასაც თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სახ.დეპის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ "დეზინფორმაცია და ელჩ დეგნანზე პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება პარტნიორების მუშაობას". მმართველ გუნდში პრაისის განცხადებაც "სხვაგვარად" გაიგეს. ისინი ფიქრობენ, რომ კრიტიკული განცხადების ადრესატი ოპოზიციაა.

ასევე იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი