ცხინვალში ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს | ე.წ. შსს-ს გამომძიებლები ფაქტს მალავდნენ 

გამოქვეყნდა:

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურის ინფორმაციით, ცხინვალში კაცის მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელია - ინფორმაციას "რადიო თავისუფლეება" სააგენტო "რეს-ზე" დაყრდნობით ავრცელებს.  

გამოცემის ცნობით, ფაქტი დე ფაქტო შსს-ს ორმა გამომძიებელმა დამალა. მკვლელობა 2022 წლის 3 ივნისს მოხდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაშია ეჭვმიტანილი. 3 ივნისს სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც გაუფრთხილებლობით, 1992 წელს დაბადებული სარმატ ფელიქსის ძე ქუმარიტოვის გარდაცვალება გამოიწვია.

ზემოაღნიშნულ დანაშაულზე, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დააკავა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი. ცხინვალის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით, 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა", - ნათქვამია ცხინვალის პროკურატურის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

პოლიციელები წინასწარი პატიმრობიდან სახლიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი