მოსწავლეების მიმართ, გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებული პედაგოგი, ზურაბ ქარელი ამბობს, რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დავალებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლებს.
ზურაბ ქარელი წერს, რომ შიდა ქართლში სუს-ის თანამშრომელი, რომლის სახელსაც არ ამბობს და რომელმაც გოგაშვილს პირადი შურისძიების მიზეზით, ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, ისევ უწყებაში მუშაობს.
"2016 წელს გორში გაიმართა დიდი შეხვედრა, რომელზეც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატურები წარადგინა. შეხვედრას მეც ვესწრებოდი, როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, სკოლების სამოცდაათ დირექტორთან ერთად. შეხვედრის შემდეგ, სახ. უსაფრთხოების შიდა ქართლის სამსახურის ერთმა ნაძირალა თანამშრომელმა,(ამ ეტაპზე გვარს არ დავასახელებ) პირადი შურისძიების საფუძველზე, მიაწოდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს, მე, პროტესტის ნიშნად, მივატოვე შეხვედრა და თან გავიყოლე სამოცდაათივე სკოლის დირექტორი.
ნაძირალა გოგაშვილმა არც კი გადაამოწმა ინფორმაცია (რაც ადვილი იყო. რადგანაც შეხვედრაზე იყვნენ შიდა ქართლის გუბერნატორი და ყველა მერი) და დაავალა ნაძირალა ჯეჯელავას, სამსახურიდან გავეთავისუფლებინე. ჩაატარეს შემოწმება და სამი თვის მერე, როდესაც დამთავრდა არჩევნები (დაელოდნენ), ნაძირალა ჯეჯელავას ბრძანებით სამსახურიდან გამათავისუფლეს. შემდეგ, თავს იმართლებდა, რა მექნა, გოგაშვილმა დამავალაო. აი, გოგაშვილის ნამდვილი სახე!
P.S. ცილისმწამებელი ისევ თანამდებობაზე მუშაობს. იმედია, მისი დავალებით, იარაღს ან ნარკოტიკებს არ მიპოვნიან", - წერს ქარელი.
ქარელს 15 წლის მოსწავლესთან გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ. 15-16 წლის მოსწავლეების ჩვენებები საგამოძიებო უწყებას აქვს, სკოლიდან კამერების ჩანაწერებიც ამოიღეს. ზურაბ ქარელი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სასამართლოში მშობლების წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს