ზურაბ ქარელი გვავალებდა პარტიულ შეხვედრებზე მისვლას, მასწავლებლების მიყვანას - სკოლის დირექტორი

გამოქვეყნდა:

გორში ერთ-ერთი სკოლის დირექტორი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ როცა ზურაბ ქარელი საგანმანათლებლო ცენტრის უფროსი იყო დირექტორებს პარტიულ შეხვედრებზე მისვლას, ასევე, მასწავლებლების მიყვანას ავალებდა. 

დირექტორი ანონიმურად ყვება, რომ ქარელი არ მალავდა დავალებების "მაღლიდან" მიღებას.

"მე როგორც მოქმედი სკოლის დირექტორი ვადასტურებ იმას, რომ როდესაც ბატონი ზურაბი იყო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც პირადად თვითონ გვირეკავდა და კი არ გვთხოვდა დირექტორებს, გვავალებდა, რომ უნდა მივსულიყავით ამა თუ იმ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ეს შეხვედრები იყო პარტიული, და გვავალებდა აგრეთვე იმასაც, თუ რამდენი მასწავლებელი უნდა მიგვეყვანა მინიმუმ 20 მასწავლებელი უნდა წაგვეყვანა და თან ყოველთვის სიამაყით დასძენდა ხოლმე, რომ ეს დავალება მაღლიდან იყო და აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. ვიდრე ეყოლება ლობისტი დავითაშვილი [მინისტრი] ალბათ ის ყოველთვის შეინარჩუნებს თანამდებობას", - ამბობს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი. 

მოსწავლეების მიმართ, გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებული პედაგოგი, ზურაბ ქარელი ამბობს, რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დავალებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლებს. 

ქარელი ახლა ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელია. საქმეზე შსს-ს გამოძიება აქვს დაწყებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი