წყალტუბოს  22 უნიკალური სანატორიუმის ბედი ისევ გაურკვეველია.  უზარმაზარი ბალნეოლოგიური ზონები ქალაქის შუაგულში და  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებმაც საუკუნეს გაუძლო, დღეს დანგრევის პირასაა.  
 
ბიძინა ივანიშვილის  დაპირებიდან სამი წელი გავიდა. ივანიშვილი  წყალტუბოელებს ჰპირდებოდა, რომ   საკურორტო ზონას გამოისყიდდა და ახალ სიცოცხლეს შესძენდა. 

წყალტუბო იქნება ბადენ ბადენი -  სამი წლის შემდეგ   წყალტუბოელებს ირაკლი ღარიბაშვილიც  ჰპირდება რომ ეძებენ კერძო ინვესტორს, რომელიც წყალტუბოს ახალ სიცოცხლეს შესძენს.  

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებსაიტზე უკვე გამოჩნდა გასაყიდად გამოტანილი სანატორიუმის ჩამონათვალიც -  ფოტოებითა  და გასაყიდი ფასით. ირკვევა რომ  სახელმწიფო 22 სანატორიუმიდან 14 ყიდის, რომლის ფასი 50 მილიონი ლარია.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და უნიკალური საკურორტო ზონა ახლა ინვესტორს ელოდება.  უცნობია ვის ჩააბარებს მთავრობა წყალტუბოს რეაბილიტაციას, ქალაქში,  რომელიც ქართული ოცნებისთვის  მხოლოდ არჩევნების წინ ხდება  პრიორიტეტული,  ჯერ არავინ გამოჩენილა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი