გოგაშვილის დოკუმენტებიდან მტკიცდება, რომ სუსი განათლების სფეროსაც აკონტროლებს. სკოლების დირექტორების პოლიტიკური შეხედულებები კი სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხთანაა გათანაბრებული. უკვე დოკუმენტებითაა დადასტურებული, რომ სუსში ყველა დირექტორის დოსიე დევს.
მათი სამომავლო საქმიანობა კი იმაზეა დამოკიდებული, აკმაყოფილებს თუ არა ქართული ოცნებისა და სუსის მოთხოვნებს. მთავარი კრიტერიუმი ივანიშვილის გუნდისადმი ერთგულებაა.
თუ ქართული ოცნების მომხრეა და თან მზადაა მის სასარგებლოდ იმუშაოს, მისაღებია, თუ არა და დაბლოკილი, თან ისე, რომ განათლების სფეროში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს.
სქემის მიხედვით დირექტორები რამდენიმე გრაფით მოწმდებიან:
დირექტორის კომპეტენცია - გამოცდილება აქვს, პასუხისმგებლიანია. ზრუნავს სკოლასა და პედაგოგებზე.
შენიშვნა - აქვს არასწორი პოლიტიკური ორიენტაცია.
პარტიის მოსაზრება - უარყოფითი.
სუსის მოსაზრება - ოპოზიციურად განწყობილია. არ არის მიზანშეწონილი.
ის ვინც არასასურველი იყო 2020 და 2021 წლებში არჩევნებამდე მოხსნეს.
ამავე თემაზე: