რუსები ოქროს საქართველოში ყიდიან - ივნისში ქვეყანაში $164 000 ღირებულების ძვირფასი ლითონი შემოვიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ომის გამო მთელ მსოფლიოს რუსეთი იზოლაციაში ჰყავს მოქცეული, საქართველოს ხელისუფლება კი მასთან ისევ მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს. საწვავის გარდა ქვეყანაში რუსული სანქცირებული ოქროც მარტივად შემოდის და იყიდება. მხოლოდ ივნისის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 164 ათასი დოლარის ღირებულების ძვირფასი ლითონი შემოვიდა. ოქროს ბიზნესით დაკავებული ადამიანები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც რუსული ოქროს იმპორტს სანქციები დაედო,  რუსეთიდან საქართველოში ოქროს ზოდები ტრაილერებით შემოდის. ეს გარემოება კი ძვირფასი ლითონის ფასს ამცირებს.

თბილისი ცენტრალის ოქროს ბირჟაზე ამბობენ, რომ ერთ გრამ ოქროზე ფასები 30-35 ლარითაა შემცირებული, ზოგიერთ შემთხვევაში კი  ამბობენ, რომ ფასმა 50%-ითაც დაიწია. 

ოქროს ფასი კლებას განაგრძობს საერთაშორისო ბირჟაზეც. ერთი უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 1700 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა და ამჟამად 1680 დოლარზე ოდნავ მაღალია, რაც 15 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

შესაბამისად, ოქრო იაფდება საქართველოშიც. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან, ოქროს საერთაშორისო ფასმა 2050 დოლარსაც კი მიაღწია, თუმცა მას შემდეგ თითქმის 18 პროცენტითაა გაუფასურებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი