
რუსმა პრო-სამთავრობო ჟურნალისტმა და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ევგენი პოპოვმა BBC-ის გადაცემაში,"ახალი საათი" აღიარა, რომ ოდესის პორტზე თავდასხმა რუსული რაკეტებით განხორციელდა.
მისი თქმით, რუსული დარტყმის სამიზნე იყო სარაკეტო სისტემები, რომლებიც მისი თქმით პორტში იყო.
"ჩვენ თავს დავესხით სამხედრო ინფრასტრუქტურას ოდესის პორტში. თქვენ კარგად იცით რაკეტების სახელები. ეს არის Harpoon რაკეტები. ისინი ბაზირებული იყო ოდესაში და ჩვენ გავანადგურეთ", - თქვა მან.
მანამდე ოდესის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა მათ რაოდენობას არ ასახელებდნენ.
"ჩვენ არ დაგვირღვევია სტამბულის შეთანხმება. ჩვენ უბრალოდ გავანადგურეთ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა - და ამას ისევ გავაკეთებთ", - დასძინა პოპოვმა.
რამდენიმე საათით ადრე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა თქვა, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა ანკარას შაბათს განუცხადეს, რომ მოსკოვს „არაფერი აქვს საერთო“ ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმებთან.
„რუსეთთან ჩვენი კონტაქტების დროს მათ გვითხრეს, რომ მათ აბსოლუტურად არაფერი აქვთ საერთო ამ თავდასხმასთან და რომ ისინი ძალიან ფრთხილად და დეტალურად სწავლობენ ამ საკითხს“, - განუცხადა აკარმა ჟურნალისტებს.
ამავე თემაზე: