"დამცინოდნენ, დარეკვის უფლება არ მომცეს, რის გამო მაკავებდნენ არ უთქვამთ" - საგამოძიებომ მოკვლევა დაიწყო

გამოქვეყნდა:

26 წლის თორნიკე ნანობაშვილი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ნანობაშვილის მტკიცებით, მას პოლიციელები ჯერ უხეშად ესაუბრებოდნენ, შემდეგ ხელები გადაუგრიხეს და ყოველგვარი განმარტების გარეშე, ზაჰესის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მისივე თქმით, დილამდე ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს და მისი უფლებები დაარღვიეს. ნანობაშვილი ამბობს, რომ სასამართლოში მისი პროცესი 5 აგვისტომდე გადაიდო, თუმცა არავის განუმარტავს რომელი მუხლის საფუძველზე დააკავეს, ასევე არ უნახავს ოქმი. 

"ჩემი საქმე მქონდა ნაცვლად იმისა რომ ახსნა განმარტება დამეწყო, მაგრამ მოკლედ მაინც შემოვიფარგლე რაც მოხდა, რომ ასე და ასე მოხდა და გთხოვთ, რომ ახლა უბრალოდ გამიშვათ და გამათავისუფლოთ, რაზეც კიდევ აგრესიულად დამიწყო საუბარი, რომ ნუ ასწავლის ვადებს, სად, როგორ, რა, გადაიზარდა ეს მთელ დაძაბულობაში. 

სიტყვიერი შეურაცხყოფა არანაირად არ მიმიყენებია და პირიქით, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ კამერები ჩართული იყო, რასაც ამოიღებენ მალე და დამტკიცდება, რომ მე იქ არანაირი ვერბალური გადაცდენა არ მქონია. პასუხის არავინ არ მცემს, რა მუხლით მაკავებთ, მეუბნება რომ შეურაცხყოფა მომაყენე. არავისთან დარეკვის საშუალება არ მომცეს, დამცინოდნენ, "ტიკ ტოკს" სქროლავდნენ, არც მეგონა თუ 21-ე საუკუნეში ასეთი მიდგომა კიდევ არსებობდა", - ამბობს ნანობაშვილი. 

ნანობაშვილი ამბობს, რომ მომხდარზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე მოკვლევა დაიწყო და გამოძიება პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი