ირაკლი კობახიძე ღირსებასა და წონასწორობას კარგავს | თავდასხმა "მთავარი არხის" ჟურნალისტზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე ღირსებას და წონასწორობას ერთდროულად კარგავს. ქართული ოცნების ლიდერი, რომელსაც, როგორც ჩანს, არაფერი აქვს საპასუხო დავით არახამიასთვის, მთავარი არხის ჟურნალისტს უპირისპირდება.

საქართველოს პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე პირდაუბანელს და სახედაკარგულს უწოდებს რეპორეტიორს მხოლოდ იმის გამო, რომ არ მოსწონს მის მიერ დასმული კითხვები. კამათი დღეს კობახიძესა და ნატალი ჯახუტაშვილს შორის რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც ჩვენი ჟურნალისტი მშვიდად და აუღლვებლად ერთიდაიგივე თემაზე პასუხების მიღებას ცდილობდა, სანაცვლოდ კი ზიზღისა და შეურაცხყოფის ნიაღვარი მიიღო. 

არადა ჩვენი ინტერესის საგანი იყო უკრაინის რადაში, მმართველი პარტიის ლიდერის დავით არახამიას განცხადება, რომელშიც მან ირაკლი კობახიძის მამა კაგებესთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. გარდა ამისა უკრაინელი პოლიტიკოსი პირდაპირ ურჩევს ქართველ კოლეგებს საბოლოოდ უარი თქვან კრემლის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობაზე და უანონსებს საერთაშორისო სანქციებს, რომლების სამიზნეც ბიძინა ივანიშვილთან ერთად მისი ხელქვეითებიც გახდებიან. ამ ბრალდებებზე მმართველ პარტიაში პოლიტიკური პასუხი ვერ მოძებნეს და კვლავ ჟურნალისტების შეურაცხყოფაზე გადავიდნენ.

ავტორი: გუგა მაისურაძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი