"ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანს ვერ მოთხოვ თმენის ვალდებულებას" | მდინარაძის შემდეგ, კობახიძის გამართლება მიქანაძემაც სცადა 

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის შემდეგ, ირაკლი კობახიძის აგრესიასა და "მთავარი არხის" ჟურნალისტის", ნატალი ჯახუტაშვილის მიმართ შეურაცხყოფას ამართლებს დეპუტატი გივი მიქანაძეც

"ოცნების" წევრი საკუთარი პარტიის თავმჯდომარეს, რომელმაც ჟურნალისტის მიმართ სექსისტური გამონათქვამები და სიძულვილის ენა გამოიყენა, სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

"ჩემი სრული მხარდაჭერა ირაკლი კობახიძეს, ადამიანს რომელიც არის გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი. ჩემთვის პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც ირაკლი ხელმძღვანელობს.

სრულიად მიუღებელია როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი არახამიას ნათქვამის საერთოდ გამეორება და ასეთი ფორმით.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოთხოვ თმენის ვალდებულებას. ერთი წამით დაფიქრდით, ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები",- წერს მიქანაძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს "მთავარი არხის" ჟურნალისტმა "ოცნების" ლიდერს კითხვა რადას ფრაქცია " ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რომელშიც მან თქვა, რომ "КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა".

კობახიძემ საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა:"ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე... ნუ დაემსგავსე შენს ბელადს"

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი