"კეთილსინდისიერი პატრიოტია და ძლიერი ლიდერი!" | ჩიქოვანი კობახიძეზე, რომელმაც "მთავარი არხის" ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა 

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი "ქართული ოცნების" ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ „მთავარი არხის" ჟურნალისტის, ნატალი ჯახუტაშვილის მიმართ სიძულვილის ენასა და სექსისტურ  გამონათქვამებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"ნუთუ ყველასთვის ასე მარტივია ქვეყნის მოღალატედ გამოგაცხადონ შენ და შენი ოჯახი - დაჟინებით, ყიჟინით გიმტკიცონ ეს შეურაცხმყოფელი სიცრუე?

უმძიმესი შეურაცხყოფის, სიმდაბლის და სიბინძურის პროგანდაა რაც ვიხილეთ და არა საზოგადოების ინფორმირების ინტერესი, ,,კაგებეს” საუკეთესო ტრადიციებში.

ირაკლი კობახიძე საქართველოს კეთილსინდისიერი პატრიოტია და მისი ძლიერი ლიდერი!

საქართველო და მისი ინტერესებია თითოეული ჩვენგანისთვის უმთავრესი"- წერს ირაკლი ჩიქოვანი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს "მთავარი არხის" ჟურნალისტმა "ოცნების" ლიდერს კითხვა რადას ფრაქცია " ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რომელშიც მან თქვა, რომ "КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა".

კობახიძემ საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა:"ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე... ნუ დაემსგავსე შენს ბელადს"

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი