ახლა უსაფრთხოდ არ ვართ, გთხოვთ დამეხმარეთ მამაჩემისა და ოჯახის დაცვაში - ნინი გოგაშვილი საელჩოებს მიმართავს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი მიმართვას აქვეყნებს, რომელიც საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს გაუგზავნა. გოგაშვილი დეტალურად აღწერს იმ დარღვევებს, რაც მისი მტკიცებით სპეცოპერაციის დროს, ასევე საქმის გამოძიების პროცესში მოხდა.

ნინი გოგაშვილი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი იმის გამო დააკავეს, რომ მან სისტემა ამხილა და ახლა სწორედ ეს სისტემა ცდილობს - ცრუ ბრალდებებით მასზე შურისძიებას. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება მამამისს სჯის რუსეთის ხელისუფლების სქემაზე წინააღმდეგობის გამო.

"ჩემი ოჯახი ახლა უსაფრთხოდ არ არის, გვისმენენ, გვიყურებენ, გთხოვთ დამეხმარეთ მამაჩემის და ჩემი ოჯახის დაცვაში. სოსო გოგაშვილი ხვდება, რომ სისტემის ნაწილი იყო, ახლა ამხელს და მზადაა სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგეს, თუ რაიმე დანაშაული ჩაიდინა და არა ის ცრუ ბრალდებები, რომლებშიც ახლა უსამართლოდ ადანაშაულებენ", - წერს ნინი გოგაშვილი. 

ცნობისთვის, სასამართლომ სოსო გოგაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ცნობილია, გამოძიება მას სამ ეპიზოდს ედავება, მათ შორისაა პირადი მონაცემების ხელყოფა, უფლებამოსილების გადამეტება და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი