უღირსი მეთოდებით ებრძვიან ეროვნული მოძრაობის წევრის შვილს - ოხანაშვილი კობახიძეს ამართლებს

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი იმ შეურაცხყოფას ეხმაურება, რაც "მთავარი არხის" ჟურნალისტს ირაკლი კობახიძემ მიაყენა და წერს, რომ "რადიკალური და ანტიეროვნული ოპოზიციური" ჯგუფი, "პარტიული ტელევიზიების მეშვეობით, "ეროვნული მოძრაობის წევრის შვილს უღირსი მეთოდებით ებრძვის".

ოხანაშვილის მტკიცებით, "ქართული ოცნების" გუნდი, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ბოლომდე დაიცავს ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

ის სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, რადას დეპუტატს დავით არახამიას "უცხო ქვეყნის მოქალაქედ" მოიხსენიებს.

"უცხო ქვეყნის მოქალაქე არახამიას უღირსი განცხადება არის არა მხოლოდ ირაკლი კობახიძის, არამედ ჩვენი საზოგადოების ეროვნული ინტერესების შეურაცხყოფაც.

პარტიული ტელევიზიის ჟურნალისტები კი წინასწარ დაგეგმილი სცენარით აგრძელებენ ამ აბსურდული და ღირსებისშემლახველი განცხადების მტკიცებით ფორმაში ტირაჟირებას.

საბოლოოდ, ყველაფერი ნათელია: რადიკალური და ანტიეროვნული ოპოზიციური ჯგუფი, პარტიული ტელევიზიებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქე არახამიას მეშვეობით, უღირსი მეთოდებით ებრძვის ეროვნული მოძრაობის წევრის შვილს, რომლის სახელიც დაკავშირებულია ეროვნულ ინტერესებზე აგებულ კონსტიტუციასთან და ქართული საქმის კეთებასთან.

"ქართული ოცნების" გუნდი, სწორედ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ბოლომდე დაიცავს ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს!" - წერს ოხანაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ"მთავარი არხის" ჟურნალისტმა "ოცნების" ლიდერს კითხვა რადას ფრაქცია " ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რომელშიც მან თქვა, რომ "КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა". კობახიძემ საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა:"ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე... ნუ დაემსგავსე შენს ბელადს"

კობახიძემ შეურაცხყოფა დღესაც გააგრძელდა - სიბინძურისგან იყო გაბოროტებული, ყბა აუკანკალდა, პირზე დუჟი მოადგა - კობახიძე "მთავარის" ჟურნალისტს ისევ თავს ესხმის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი