
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "მთვარი არხის" ჟურნალისტმა პარტიის თავმჯდომარეს არალეგიტიმური კითხვა დაუსვა. მისივე ლოგიკით, ეს იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე.
"გახსოვთ რა თქვა ეუთო ოდირმა, მან თქვა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მედია არის ქცეული პოლიტიკურ აქტივისტად, ეს არის საერთო ჯამში რასაც ჩვენ ვხედავთ. მათ შორის ბოლო ორი დღე ჩვენ ვხედავდით ცილისმწამებლურ კამპანიას, რომლის კულმინაცია იყო გუშინ, სწორედ იმ დასმული კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე რომელშიც შიგნითვე იყო ჩადებული პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებაც, დისკრედიტაციაც, ყველაფერი. ეს იყო ალბათ მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით. [...]
გუშინ რაც ვიხილეთ, ეს იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე, თქვენ ისიც გახსოვთ, რომ თითქოს კითხვა არსებობს, ლეგიტიმურია კითხვა, არანაირი ლეგიტიმური კითხვა არ არსებობს. ერთ-ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ რაღაც დაგუგლა, დაგუგვლაზე ჟურნალისტი რომ ააწყობს კითხვას, მედია ააწყობს სიუჟეტს, ეს აჩვენებს სწორედ რამდენად მართალი იყო ეუთო ოდირი, როდესაც ის ამბობდა, რომ სამწუხაროდ მედიის ნაწილი პოლიტიკურ აქტივისტად არის ქცეული", - ამბობს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ"მთავარი არხის" ჟურნალისტმა "ოცნების" ლიდერს კითხვა რადას ფრაქცია " ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რომელშიც მან თქვა, რომ "КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა". კობახიძემ საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა:"ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე... ნუ დაემსგავსე შენს ბელადს".
კობახიძემ შეურაცხყოფა დღესაც გააგრძელდა - სიბინძურისგან იყო გაბოროტებული, ყბა აუკანკალდა, პირზე დუჟი მოადგა - კობახიძე "მთავარის" ჟურნალისტს ისევ თავს ესხმის.