"ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადა, დღეს კიდევ ერთხელ დამესხა თავს" | ნატალი ჯახუტაშვილი კობახიძის მორიგ აგრესიაზე

გამოქვეყნდა:

"ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადა, დღეს კიდევ ერთხელ დამესხა თავს" - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის აგრესიის მორიგ გამოვლინებას. 

გუშინ წყობიდან გამოსული კობახიძე, როგორც ჩანს, აგრძელებს დღეს სიძულვილის ენით საუბარს და ისევ ზიზღის ენას აფრქვევს. ნაცვლად იმისა, რომ დღეს მაგალითად ბოდიში მოეხადა მას, პირიქით კიდევ ერთხელ თავს დამესხა მე და ასევე მის განცხადებაში ვნახეთ ჩვენ, რომ კიდევ ერთხელ მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიმართლე რომ გითხრათ, არ მიკვირს ეს ყველაფერი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იმიტომ რომ ისინი მუდმივად თავს ესხმიან და ასეთ რეჟიმში იმყოფებიან კრიტიკული არხის წარმომადგენლებთან, - ამბობს ნატალი ჯახუტაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ "მთავარი არხის" ჟურნალისტმა "ოცნების" ლიდერს კითხვა რადას ფრაქცია " ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რომელშიც მან თქვა, რომ "КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა". კობახიძემ საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა: "ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე... ნუ დაემსგავსე შენს ბელადს"

კობახიძემ შეურაცხყოფა დღესაც გააგრძელა - სიბინძურისგან იყო გაბოროტებული, ყბა აუკანკალდა, პირზე დუჟი მოადგა - კობახიძე "მთავარის" ჟურნალისტს ისევ თავს ესხმის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი