"გოცირიძის მეტრო აგვისტოში გაიხსნება და მგზავრებს სექტემბრიდან მოემსახურება" | კალაძის პასუხი

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულოს წევრის, ნაციონალური მოძრაობიდან, ანა გოგოლაძის განცხადებას გოცირიძის მეტროსთან დაკავშირებით, თბილისის მერი პასუხობს. ამბობს, რომ მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, პრობლემები მართლაც არსებობს, რადგან ეს დიდი პასუხისმგებლობაა და კომპანიებს სამუშაოებში მონაწილეობის სურვილი არ აქვთ. 

მისივე თქმით, განახლებული გოცირიძის მეტრო აგვისტოს ბოლოს გაიხსნება და მგზავრებს სექტემბრიდან მოემსახურება. 

სიმართლეს შეესაბამება, მართლაც პრობლემები იყო ამ სადგურთან დაკავშირებით. ზოგადად მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები იმიტომ რომ, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის კომპანიები ვინც ამ სამუშაოებს შეასრულებს და მეორე, არანაირი სურვილი არ აქვს კომუნიკაციებს, ჩაერთონ ამ სამუშაოებში, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ის მძიმე ფაქტი, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროსთან დაკავშირებით, გახსოვთ, როდესაც ჭერი ჩამოინგრა, ამ ფაქტის შემდეგ არ ვიცი, კომპანიებს ეშინიათ თუ რა არის მიზეზი, არანაირი სურვილი არ აქვთ სამუშაოებში მიიღონ მონაწილეობა, ტენდერში მიიღონ მონაწილეობა.

გოცირიძის მეტრო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. კი, დავიწყეთ სამუშაოები და სხვა რეალობა აღმოჩნდა. თვითონ ბაქანი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და საჭირო იყო ახალი ბაქნის გაკეთება, ამან გარკვეული დრო წაიღო. ეს მართლაც რეალობა არის. თუმცა სამუშაოები ახლა აგვისტოს დასაწყისში უნდა დასრულებულიყო და კომპანიამ მოითხოვა აგვისტოს ბოლომდე ვადის გადაწევა და რა თქმა უნდა, რადგან სამუშაოები ბოლოსკენ არის გასული, რა თქმა უნდა, ვემხრობით ამას და აგვისტოს ბოლოს გოცირიძის მეტრო გაიხსნება და სექტემბრიდან უკვე მოემსახურება მგზავრებს, - ამბობს კალაძე. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი