
"ქართულ ოცნებას" ნამდვილად არ ელოდება კარგი პოლიტიკური მომავალი, ნატალი ჯახუტაშვილს კი ნამდვილად აქვს წინ კარგი მომავალი", - ამის შესახებ "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი საუბრობს.
მმართველი ძალა არის ძალადობრივი რეჟიმი და რეპრესიული რეჟიმი. ჟურნალისტებს ისინი აღიქვამენ როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს და მიუხედავად იმ სხვა ძალადობებისა რაც გამოიარეს ჟურნალისტებმა და კონკრეტულად ჩვენი არხის ჟურნალისტებმაც, ამგვარი თავდასხმები კიდევ უფრო ძალიან აზიანებს ამ მედიის მდგომარეობას.
სწორედ ამ მედიის მდგომარეობის გამო მიიღო ევროპარლამენტმა რეზოლუცია და კონკრეტული პირების სანქცირებაზე ისაუბრა, რომლებმაც შექმნეს ამგვარი ძალადობრივი რეჟიმი. "ქართულ ოცნებას" ნამდვილად არ ელოდება კარგი პოლიტიკური მომავალი, ნატალი ჯახუტაშვილს კი ნამდვილად აქვს წინ კარგი მომავალი, - ამბობს თამთა მურადაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ "მთავარი არხის" ჟურნალისტმა "ოცნების" ლიდერს კითხვა რადას ფრაქცია " ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რომელშიც მან თქვა, რომ "КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა". კობახიძემ საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა: "ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე... ნუ დაემსგავსე შენს ბელადს".
კობახიძემ შეურაცხყოფა დღესაც გააგრძელა - სიბინძურისგან იყო გაბოროტებული, ყბა აუკანკალდა, პირზე დუჟი მოადგა - კობახიძე "მთავარის" ჟურნალისტს ისევ თავს ესხმის.