საქართველოს ხელისუფლება ისევ ჩუმადაა. ბიჭვინთის 186 ჰექტარი მიწის კრემლისთვის ნახევარი საუკუნით გადაცემის თემა ოფიციალურ თბილისს ფაქტობრივად არ აღელვებს.

ოკუპირებული აფზახეთის მთავრობის გადაწყვეტილებას მხოლოდ აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი აკრიტიკებს. ეს საპროტესტო მუხტი სოხუმში შესაძლოა დიდხანს ვერ გაგრძელდეს და საბოლოოდ მოსკოვის საკუთრებაში გადავა საქართველოში ალბათ ყველაზე ლამაზი ზღვისპირა ზოლის ნაწილი.

რატომ დუმს ქართული ოცნება უცნობია. თუმცა ეს დუმილი ივანიშვილის პოლიტიკური კლანისთვის დამახასიათებელი მდგომარეობაა. საქართველოს ხელისუფლება კრემლის საზიანოდ არასდროს არაფერს არ ამბობს.

ერთადერთი, ვინც დღეს ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა, საქართველოს პრეზიდენტია: "რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა... კატეგორიულად ვგმობ".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი