
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის გამოჩენა, სავარაუდოდ "ოცნებიდან" წასული სამეულის მიერ დასავლეთზე თავდასხმების ხაზის გაგრძელებაზე მიანიშნებს. მისი თქმით, წასული დეპუტატები პირდაპირ ვაშინგტონს დაესხნენ თავს, რაც აქამდე არ მომხდარა.
"ამ ქვეყანაში ყველას ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული ვინ არის რეალური მმართველი და როდესაც კრიზისული ვითარებები არის ურჩევნიათ რეალურ მმართველებს ელაპარაკონ პირდაპირ, ვიდრე მათ ხელის ბიჭებს, ამიტომ აქაც არაფერი გასაკვირი არ არის. პირველად ისინი პირდაპირ თავს დაესხნენ ვაშინგტონს, უკვე კელი დეგნანი აღარ იყო მათი შეტევის ობიექტი, ან რომელიმე სხვა ელჩი, ისინი პირდაპირ თავს დაესხნენ ვაშინგტონს, ასეთი რამე აქამდე არ მომხდარა და როდესაც ამ ფონზე ხდება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, უნდა ვივარაუდოთ, ჯერ ჯერობით მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ ხაზის გაგრძელება მოხდება", - ამბობს ხიდაშელი.
ცნობისთვის, ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ წერილში დაწერა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ინიციატორიც კელი დეგნანი იყო. შეხვედრასთან დაკავშირებით თავდაპირველად "ოცნებიდან" წამოსულმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა. მან განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ აინტერესებდა, "ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ?". ეს კითხვა მოგვიანებით "ოცნების" კიდევ ერთმა ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გააჟღერა:
იხილეთ ასევე: