"ამ წერილის მთავარი გზავნილი და სულისკვეთება ბიძინა ივანიშვილის ქონებისა და ფინანსების დაცვაა" | ხათუნა სამნიძე

გამოქვეყნდა:

"ამ წერილის მთავარი გზავნილი და სულისკვეთება  ბიძინა ივანიშვილის ქონებისა და ფინანსების დაცვაა" - ასე ეხმაურება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ოლიგარქი ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ წერილს:

ბიძინა ივანიშვილს არ გაუმეორებია ომის რიტორიკა, ბიძინა ივანიშვილმა შეუკვეთა ომის რიტორიკა და დღეს ეს დადასტურდა. ეს არის მისი დაკვეთით "ქართული ოცნების" პროპაგანდა, რომელიც ომის დაწყების დღიდან ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეები დაარწმუნოს და შეაშინოს და გააღვივოს შიში, რომ თურმე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვისგანაც პირიქით უსაფრთხოებაა უზრუნველყოფილი ამ ქვეყნის წლების მანძილზე, რომ თურმე მოდის ომის რიტორიკა და ომისკენ მოთხოვნა.

ამ წერილის მთავარი გზავნილი, მთავარი სულისკვეთება არის ბიძინა ივანიშვილის ქონების და ფინანსების დაცვა. ის ამ წერილით ევაჭრება და ულტიმატუმის ენით ესაუბრება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და აქ არაფერი კავშირი არ აქვს არცერთ სხვა საკითხს. ეს არის მხოლოდ ვაჭრობა და ულტიმატუმის ენით საუბარი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ მას სჭირდება მისი ფინანსების უკან დაბრუნება. ის მზად არის, სასწორზე დადოს ქვეყნის ინტერესები, როდესაც დასაცავია მისი ფინანსები და რა თქმა უნდა, ასეთ პროცესში, ის არ დაიხევს უკან თავს დაესხას ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, - ამბობს ხათუნა სამნიძე. 

ცნობისთვის, ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ წერილში დაწერა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ინიციატორიც კელი დეგნანი იყო. შეხვედრასთან დაკავშირებით თავდაპირველად "ოცნებიდან" წამოსულმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა. მან განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ აინტერესებდა, "ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ?". ეს კითხვა მოგვიანებით "ოცნების" კიდევ ერთმა ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გააჟღერა:

იხილეთ ასევე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი