ყიდულობს თუ არა სანქცირებულ VTB ბანკს დავით ხიდაშელი | კობა გვენეტაძის განმარტებები

გამოქვეყნდა:

ყიდულობს თუ არა სანქცირებულ VTB ბანკს რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი ჯერ ისევ უცნობია.

ამის შესახებ დღეს პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის დირექტორს, კობა გვენეტაძეს ჰკითხეს. გვენეტაძის თქმით, VTB ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით, მასთან განაცხადი არ შესულა. განაცხადის მიღების შემდეგ კი პროცესი ღია და გამჭვირვალე იქნება.

"VTB ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით, ეროვნულ ბანკში განაცხადი არ შემოსულა, აქედან გამომდინაე, აბსოლუტურად შეუძლებელია იმაზე ლაპარაკი, მივცემთ უფლებას თუ არ მივცემთ უფლებას. ჩვენ გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით განმარტება. რადგანაც ბანკი არის სანქცირებული შესაძლებელია, მფლობელობის სტრუქტურის ცვლილების შემდეგ მოხდეს ბანკის გაყიდვა, თუმცა ამასთან დაკავშირებით საჭირო იქნება სანქციის მხარის მიერ მწვანე შუქის მიცემა, ამ შემთხვევაში ესაა ამერიკის ხაზინის დეპარტამნეტი", - თქვა კობა გვენეტაძემ.

ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს, რომ მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნულმა ბანკმა ხიდაშელს VTB არ მიჰყიდოს, რადგან რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენისთვის ბანკის მიყიდვა ქართულ საბანკო სისტემაში კრემლის შემოშვებას ნიშნავს.

ავტორი: ნატაშკა ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი