
აშშ-ს მიერ პატიმართა გაცვლის შეთავაზების შესახებ ცნობების შემდეგ, კრემლი აცხადებს, რომ "ჯერჯერობით, ამ საკითხზე შეთანხმება არ არის".
ხუთშაბათს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა - "რადგან ახლა არ არსებობს შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ დასრულებული იქნება, შესაბამისად, რაც ითქვა, იმაზე მეტი არაფერი მაქვს დასამატებელი".
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამ კვირაში სურს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრობს. მისი თქმით, საუბრის ორი ძირითადი თემაა: უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი და რუსეთში დაკავებული ადამიანების შესაძლო გაცვლა.
ბლინკენმა თქვა, რომ საუბარია ამერიკელებზე პოლ უელანზე (რუსეთში ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული) და ბრიტნი გრინერი (კალათბურთელი, რომელსაც რუსეთში ჩასვლისას სამედიცინო მარიხუანა აღმოაჩნდა; მისი სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება).
რუსულ და ამერიკულ მედიებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ მზად იყო ამერიკელების სანაცვლოდ იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი გაეთავისუფლებინა, რომელიც 2012 წლიდან 25-წლიან სასჯელს იხდის ტერორიზმის მხარდაჭერისთვის.