უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ბლინკენს ლავროვთან სატელეფონო საუბარი სურს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან საუბარი სურს. ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბლინკენისა და ლავროვის პირველი საუბარი იქნება. 

ბლინკენმა ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ორი ძირითადი თემაა: უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი და რუსეთში დაკავებული ადამიანების შესაძლო გაცვლა.

ბლინკენმა თქვა, რომ საუბარია ამერიკელებზე პოლ უელანზე (რუსეთში ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული) და ბრიტნი გრინერი (კალათბურთელი, რომელსაც რუსეთში ჩასვლისას სამედიცინო მარიხუანა აღმოაჩნდა; მისი სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება).

რუსულ და ამერიკულ მედიებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ მზად იყო ამერიკელების სანაცვლოდ იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი გაეთავისუფლებინა, რომელიც 2012 წლიდან 25-წლიან სასჯელს იხდის ტერორიზმის მხარდაჭერისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი